პატრიარქის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია აეროპორტის მიმართულებით მრევლისთვის ავტობუსებს გამოყოფს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია აეროპორტის მიმართულებით მრევლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.  აღნიშნულის შესახებ “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს.
როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მრევლს Man-ის ოთხი ავტობუსი მოემსახურება.
ავტობუსები 15:30 საათზე „ვარდების მოედანზე“ გაჩერდებიან და 15:00 საათზე მსურველებს აეროპორტის მიმართულებით უფასოდ გადაიყვანენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები