ექიმი კარდიოლოგი: დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა – კლინიკიდან გაწერის საკითხი 1-2 დღეში გადაწყდება

“დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა, სტაბილურია და განსაკუთრებული გართულებები ამ დროისთვის არ აქვს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სოფო უნგიაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, დეკანოზის ჩაფიძის კლინიკიდან გაწერის საკითხი 1-2 დღეში გადაწყდება.
„დღეს, სათანადო გამოკვლევების შეფასების შემდგომ, დღის მეორე ნახევარში, დაგეგმილია გაფართოებული კონსილიუმი და ამის შემდეგ, კლინიკის სამედიცინო დირექტორი ზაზა ლაზარაშვილი შედეგებს მოგახსენებთ. ყოველდღიურ დინამიკაში კონტროლდება გამოკვლევები. ეს არის როგორც სისხლის ლაბორატორიული ანალიზი, ასევე ინსტრუმენტური გამოკვლევები. განსაკუთრებული ცვლილებები ამ დროისთვის არ არის. პაციენტს, გულის არითმიის გამო, ჩატარებული აქვს ჩარევა საზღვარგარეთ. გულის მხრივ, სიტუაცია სტაბილურია, ორგანული პათოლოგია ან დარღვევები არ ვლინდება, მაგრამ კარდიოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ არის ისევე, როგორც სხვა სპეციალისტების”, – განაცხადა უნგიაძემ. მისივე თქმით, მამა გიორგის ამ მომენტისთვის, უმნიშვნელო ტემპერატურა აღენიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები