საქართველოში დათბება – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

20 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოში კი +8, +13 გრადუსი იქნება. 21 თებერვალს, დღის ბოლოს, დასავლეთ საქართველოში შესაძლოა, იწვიმოს.
22 – 23 თებერვალს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. 23 – ში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +8, +13 გრადუსი იქნება.
24 თებერვალს დღისით გამოიდარებს და 24 – 25 თებერვალს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში შესაძლოა +20 გრადუსზე მეტიც იყოს. აღმოსავლეთ საქართველოში +17 გრადუსამდე დათბება.
26 თებერვალს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები