მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ამოქმედდება

დღეს, საქართველოს პარლამენტი მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედებაზე იმსჯელებს, რომელიც სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ამოქმედდება. “საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება, რომელიც მათ შორის, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შემოღებას გულისხმობს, დიდი ალბათობით, საგაზაფხულო სესიის ფარგლებშივე მოხდება, თუმცა კონკრეტული თარიღი არ სახელდება.
„სხვა ცვლილებებთან ერთად, იგეგმება ქულების სისტემის შემოტანა, რომლის საშუალებითაც წლის განმავლობაში, ის, ვინც საპატრულო პოლიციის მიერ პირადად დაჯარიმდება, დაკარგავს ქულებსაც და 100-ქულიანი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მოუწევს მართვის მოწმობის შეჩერება. ამ სისტემით ის მძღოლებიც, რომელთაც ჯარიმების გადახდა ადვილად შეუძლიათ, იგრძნობენ მეტ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები