დათო ქარდავას ახალი კრებულის – „მტაცებლები ურბანულ გარემოში“ წარდგენა გაიმართება

21 თებერვალს, 18:30 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში  დათო ქარდავას ახალი კრებულის – „მტაცებლები ურბანულ გარემოში“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნი „ინტელექტმა“ გამოსცადა ის, რაც თავიდან ბოლომდე განსჭვალავს ესეებისა და სტატიების ამ კრებულს – არის ტკივილი, გულწრფელობა და სითამამე: ტკივილი, რომელსაც იწვევენ უაზროდ განადგურებული, თუ აქა-იქ კენტად დარჩენილი, ძველი შენობა-ნაგებობები, ახალი, ყოვლად შეუსაბამო მშენებლობები, თბილისის წარსულისა და ლანდშაფტისადმი უდიერი დამოკიდებულება, მწვანე საფარის განადგურება…
ამ წიგნში მკითხველი ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენს, და არა მხოლოდ უშუალოდ თბილისთან დაკავშირებულს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები