თბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრი ტაილანდის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

20-26 თებერვალს, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი ტაილანდის საერთაშორისო ფესტივალზე Harmony World Puppet Festival ორი სპექტაკლით: „ფერადი ნისლების სანაპირო“ და „გამოუქვეყნებელი ნოველა“ წარდგება.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 25 თეატრი 40 სპექტაკლით მონაწილეობს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ტაილანდური მარიონეტული ჯგუფებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები