ნიკოლოზ მათიკაშვილის წიგნის – „იუნკრები და სხვები“ წარდგინება გაიმართება

24 თებერვალს, 18 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში ნიკოლოზ მათიკაშვილის წიგნის „იუნკრები და სხვები“ წარდგინება და გამოფენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ მუზეუმში განუცხადეს, სამხედრო მოღვაწის, დამოუკიდებელი საქართველოს არმიის იუნკრის, პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცრის, პუბლიცისტისა და მემუარული პროზის თვალსაჩინო წარმომადგენლის – ნიკოლოზ მათიკაშვილის მოგონებების წიგნი მომზადდა ლიტერატურის მუზეუმში დაცული, პოლონეთიდან 1991 წელს ჩამოტანილი არქივის მიხედვით. არქივი ქართული სამხედრო ისტორიისა და კვლევის საქმეში მნიშნელოვან ფურცელს წარმოადგენს.
მოგონებებში აღწერილია იუნკერთა ცხოვრება და მათი სასახელო ბრძოლები 1921 წელს კოჯორსა და ტაბახმელაში, რუსეთთან დამარცხების მიზეზები; იუნკერთა შემდგომი ცხოვრება ემიგრაციაში, ჯერ თურქეთში, შემდეგ კი – საბერძნეთსა და პოლონეთში.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნიკოლოზ მათიკაშვილისა და სხვა იუნკრების ფოტოები და ხელნაწერები. წიგნი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები