პატრიარქი სამშობლოში დღეს დაბრუნდება

“პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, ყველა მაჩვენებელი, რომლებსაც ყოველდღიურად აკვირდებიან, ჩვენთვის მისაღებია, ხვალ ილია მეორე კლინიკას დატოვებს და საქართველოში დაბრუნდება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ ბერლინის კლინიკაში განუცხადა.
მისივე თქმით, ოპერაცია ძალიან წარმატებული იყო და თავად ქირურგიც კმაყოფილი დარჩა შედეგით. ცისანა შარტავას განცხადებით, საქართველოში სწორად დაწყებულმა მკურნალობამ შესაძლებელი გახადა, ოპერაცია გეგმიურად ჩატარებულიყო.
საქართველოს პატრიარქი, თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისის აეროპორტში ჩარტერული რეისით 17:30 საათზე ჩამოფრინდება.
შეგახსენებთ, ილია მეორეს ოპერაცია ბერლინში 13 თებერვალს ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები