“ეკლესიის წინააღმდეგ კარგად მოფიქრებული კამპანია მიმდინარეობს, რომლის კვალი შესაძლოა, საზღვარგარეთაც იკვეთებოდეს”

პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრის, გიორგი ანდრიაძის განცხადებით, ეკლესიის წინააღმდეგ კარგად მოფიქრებული კამპანია მიმდინარეობს, რომლის კვალი შესაძლოა, საზღვარგარეთაც იკვეთებოდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  მან “იმედის დროში” ისაუბრა.
“კვალი მიდის არა კედლები შიგნით, არა ხელისუფლებაში, არამედ შეიძლება საქართველოს საზღვრებს გარეთაც კი. საქართველოს ეკლესია არის ქართველი ერის ერთიანობის, მისი სიძლიერის, თითქმის ერთადერთი გარანტი. წლების განმავლობაში მიდიოდა მის წინააღმდეგ ბრძოლა, ამას ახორციელებდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ხდებოდა მის იურიდიულ სტატუსზე თავდასხმა და ა.შ. ერთ-ერთი კარგად მოფიქრებული კამპანიაა ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ. ასე რომ, ვინ არის მსხვერპლი, ვინ არის დამკვეთი რთული გასაგებია ამ შემთხვევაში ეს ინფორმაციები უნდა ჰქონდეს ძალოვან სტრუქტურებს”, – აცხადებს ანდრიაძე.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით. მას ბრალად მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები