მეუფე პეტრე ცაავა: ოქროს თევზების მეშვეობით გადაჭრეს და ისე გამოაგზავნეს პატრიარქის ვიდეო

მან მისცა თავს უფლება, თავისი ოქროს თევზების მეშვეობით გადაეჭრათ და ისე გამოეგზავნათ პატრიარქის ვიდეო, – აღნიშნული განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა ”იმედის დროსთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, სავარაუდოდ შორენა თეთრუაშვილის მისამართით გააკეთა.
”პატრიარქის ვიდეოს არასრულ ვერსიას რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, კვალი მიგვიყვანს ისევ გათავხედებულ მდგომარეობამდე რუხი კარდინალისა, ეკლესიაში არსებულისა. დარწმუნებული ვარ, სხვა ვერც ერთი ადამიანი ამ პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქი ბევრად უფრო კეთილად მოიხსენიებდა მამა გიორგი მამალაძეს თავის საუბარში და მან მისცა თავს უფლება, თავისი ოქროს თევზების მეშვეობით გადაეჭრათ და ისე გამოეგზავნათ.
ძალიან ადვილია გამოძიება ჩატარდეს. როგორც ვიცი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიიდან აიტვირთა. იქ ვკითხოთ, ვინც ატვირთა და როგორი სახით მიიღო. ან გამომგზავნმა გადაჭრა, მაგრამ კვალი აუცილებლად მიგვიყვანს, იმიტომ, რომ პატრიარქის გარემოცვაში სხვა პასუხისმგებლობის მქონე პირი ამ საკითხთან მიმართებაში მე არ მეგულება.
ეს არის ფაქტი იმისა, თუ რის უფლებას აძლევს თავს პატრიარქის გარემოცვა. როგორ იზოლაციაშია პატრიარქი და როგორ არასრულყოფილად ხდება პატრიარქის სიტყვის ჩვენამდე მოსვლა”, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები