საქართველოს რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ხვალ, 20 თებერვალს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ: 12:00-დან 17:00 საათამდე, ხობის რაიონის 1576 აბონენტს შემდეგ სოფლებში: ხამისყური, განთიადი და ხეთა.
12:00-დან 15:00 საათამდე 1062 აბონენტს ავჭალის დაჩებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 12:30-დან 16:30 საათამდე – 2931 აბონენტს ბორჯომის გარეუბანში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები