მუხიანში ერთ-ერთ ბინაში ცეცხლი გაჩნდა

მუხიანში, მესამე მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ცეცხლი გაჩნდა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი 5 კვადრატულ მეტრს ეკიდა. ადგილზე 3 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობს, ცეცხლი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები