რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია

 რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია. ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას მუნიციპალური ტრანსპორტი.
დღის მეორე ნახევრიდან ჭანტურიას ქუჩის ჩასახვევიდან თავისუფლების მოედნამდე საავტომობილო გზის მონაკვეთი გადაკეტილი იყო. რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა „რუსთავი 2“ -ის მხარდამჭერი აქციის გამო გახდა საჭირო.
„რუსთავი 2“- ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან და ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც პარლამენტისკენ გადაინაცვლეს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია პარლამენტის შენობასთან დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები