„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა. არხი მის მიერ ორგანიზებულ აქციას აშუქებს, რომელიც პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს.
„ამ წუთიდან „რუსთავი 2“ მაუწყებლის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება და იმედს ვიტოვებთ, რომ ისეთი რეჟიმში, მაუწყებლობა როგორც ბოლო დღენახევრის განმავლობაში იყო ჩვენს არხზე, აღარასოდეს გახდება აუცილებელი.
ეს იყო ჩვენი პროტესტის უკიდურესი ზომა და მოწოდება, რომ დღეს დაგეგმილ აქციას ყველა შემოერთებოდა“, – აღნიშნა „კურიერის“ წამყვანმა.
„რუსთავი 2″ და ტელევიზიის ვებგვერდი საპროტესტო მაუწყებლობის რეჟიმში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქციას მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები