„რუსთავი 2“- ის მხარდამჭერი აქცია დაიწყო

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“- ის მხარდამჭერი აქცია დაიწყო. კანცელარიასთან და ვარდების მოედანთან შეკრებილი ხალხი პარლამენტისაკენ ინაცვლებს.
“თავისუფლება მედიას”, “თავისუფლება საქართველოს”, – სწორედ ასეთი შეძახილებით სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ისინი აქციის მთავარი ლოკაციისაკენ შეძახილებით ინაცვლებენ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ რამდენიმე დღეა საპროტესტო რეჟიმში მუშაობს. არხს მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვს, არ მაუწყებლობს „მარაო“ და “კომედი არხიც“, გათიშულია ტელეკომპანიის ვებგვერდიც.
„რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ უნდა გამოიტანოს. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები