შსს-ს არქივმა უნიკალურ ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით მომზადებული წიგნის პრეზენტაცია გამართა (ვიდეო)

ოკუპაციის მუზეუმში შსს-ს არქივის მიერ, კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით, საქართველოს გასაბჭოების პერიოდზე მომზადებული მონოგრაფიის – „მშვიდობით, ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ!“ – პრეზენტაცია გაიმართა.
შს სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამის – „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ – დირექტორი თომას შრაპელი, ისტორიკოსები, მკვლევარები, რეპრესირებულთა შთამომავლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრენ.
აღნიშნული წიგნის მიზანია საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდის – გასაბჭოების პირველი წლების ამსახველი ისტორიული საარქივო მასალების გასაჯაროება. მონოგრაფიის მეშვეობით, მკვლევარებისა და მკითხველთა ფართო წრისთვის, შსს-ს არქივის ფონდებში დაცული უნიკალური საარქივო მასალა ხელმისაწვდომი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები