მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის მოწევა შეიძლება სასარგებლო იყოს
აშშ-ის ჰიუსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს. მათ აღმოაჩინეს, რომ სიგარეტის კვამლი ზოგიერთი ადამიანისთვის სასარგებლოა. ეს იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც მუტანტი გენის მატარებლები არიან. როგორც ირკვევა, მხუთავი გაზი, რომელსაც სიგარეტის ბოლი შეიცავს, ამ გენის მუშაობას აფერხებს და სისხლში ჟანგბადის მოძრაობას ხელს უწყობს. კვლევა Journal of Biological Chemistry-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მხუთავი გაზი ადამიანების უმეტესობისთვის შხამია, ის ჰემოგლობინს უკავშირდება და ადამიანს შიგნიდან ახრჩობს. ჰემოგლობინის დამანგრეველი გენის მატარებლებში კი მხუთავი გაზი ამ გენს ანადგურებს და, პირიქით, ჟანგბადის მოძრაობას ხელს უწყობს. ამ ადამიანებს სიგარეტი არანაირ ზიანს არ აყენებს.