„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, კრემლმა სახელმწიფო მედიას ტრამპის ქების შეწყვეტა მოსთხოვა

კრემლმა სახელმწიფო მედიას დონალდ ტრამპის ქების შეწყვეტა მოსთხოვა. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება შიშობს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მოსკოვის მიმართ უფრო ნეგატიურად იქნება განწყობილი, ვიდრე ეს ადრე იგეგმებოდა.
ეს ინფორმაცია  გერმანულმა გამოცემა “Deutsche Welle”-მაც გაავრცელა.
მიმდინარე წლის იანვარში დონალდ ტრამპს რუსულ მედიაში იმაზე უფრო ხშირად ახსენებდნენ, ვიდრე ვლადიმერ პუტინს. პუტინი მეორე ადგილზე პირველად გავიდა 2012 წლის შემდეგ, როდესაც ის რუსეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
თეთრი სახლის რიტორიკა რუსეთთან დაკავშირებით ბოლო დროს ძალზე შეიცვალა. ეროვნული უშიშროების მრჩეველის თანამდებობიდან მაიკლ ფლინის გადადგომის შემდეგ, თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა, ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი უკრაინას ყირიმს დაუბრუნებსო. თავის მხრივ, თეთრი სახლის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ პენტაგონი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობისთვის მზად არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები