„ლიტერატურული შეხვედრები” – ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის სტუმარი გიორგი ლობჟანიძე იქნება

23 თებერვალს 18:30 საათზე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის „ლიტერატურული შეხვედრები”  გრძელდება. შეხვედრა-დებატები ფრანგი და ფრანკოფონი მწერლების წიგნებზე ყოველთვის მეგობრულ გარემოში მიმდინარეობს. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ამჯერად პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე წარმოადგენს ტახირ ბენ ჯელუნის შემოქმედებას.
ცნობისთვის: გიორგი ლობჟანიძე დაიბადა ხაშურის რაიონის სოფელ ნაბახტევში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის ევანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიტოლოგიის განყოფილება, არაბული ენის და ლიტერატურის სპეციალობით. 1997 წელს კი დაასრულა თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი რელიგიათა და მისტიკის ისტორიის სპეციალობით.
1999 წლიდან ის ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გიორგი ლობჟანიძე არის საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის, „კავკასიური სახლის’’ აღმოსავლური განყოფილების დამგე და „ისლამური კულტურის ცენტრის’’ ხელმძღვანელი.
2005 წელს გიორგი ლოჟანიძემ დაიცვა დისერტაცია თემაზე „იესო და მარიამი ყურანში’’ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
გიორგი ლობჟანიძე არის პოეტური კრებულების ავტორი და მთარგმნელი. თარგმნა არაბული და სპარსული ლიტერატურის ძალიან ცნობილი ავტორები და ნაწარმოებები: ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, ჯალალ ედ-დინ რუმი, იბნ ალ-მუკაფა, ფორუყ ფაროხზადი, სპარსული ზღაპრები. გიორგი ლობჟანიძე არის ყურანის ერთ-ერთი მთარგმნელი ქართულ ენაზე. ყურანის თარგმანისთვის, 2008 წელს, გიორგი ლობჟანიძეს მიენიჭა ლიტერატურულ პრემია ’„საბა’’ საუკეთესო თარგმანისთვის და ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო პრემია „წლის წიგნი’’.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები