“ეს ყველაფერი სცილდება საღი აზრის ფარგლებს” – ბაქრაძე პროკურატურას აკრიტიკებს

“ხუთი დღეა სრულიად საქართველოს მოსახლეობა დაზაფრული ისმენს ინფორმაციას საქართველოს პატრიარქზე შესაძლო შეტევის და მისი მოწამვლის შესახებ”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი დავით ბაქრაძე პროკურატურის განმარტებას იმის შესახებ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალში პატრიარქის მოწამვლაზე საუბარი არ ყოფილა.
„პატრიარქის თემა ყოველთვის იყო ყველაზე მგრძნობიარე თემა ჩვენი საზოგადოებისთვის. ამ საკითხზე 5-დღიანი დაზაფვრის დასრულება იმით, რომ თურმე არც არაფერი არ იგეგმებოდა -ეს ყველაფერი სცილდება საღი აზრის ფარგლებს, რა თქმა უნდა, არავის არ გვაქვს იმისი პრეტენზია, ჩავთვალოთ, რომ დღეს რაიმე სახის ნდობა გააჩნია ივანიშვილის პროკურატურას საზოგადოებაში, მაგრამ ის, რაც დღეს მოვისმინეთ, სცილდება ამ ფარგლებსაც კი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები