გიგლა ბარამიძე: სირცხვილია, გავკივით, 21-ე საუკუნეში ვიღაც ციანიდით დარბის საზღვარზე

“როდესაც არ დასრულებულა ძიება, რას ნიშნავს ეს აჟიოტაჟი არ ვიცი”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძე გაჟღერებულ ვერსიას ციანიდით მოწამვლის მცდელობასთან დაკავშირებით, სარწმუნოდ არ მიიჩნევს. ბარამიძეს მიაჩნია, რომ გაუაზრებელი განცხადებები გაკეთდა.
„დადგებიან რაღაცას წამოაყრანტალებენ და მერე ყველა თავის ნაჭუჭში იკეტება. ატეხეს ეს ქარიშხალი და ახლა რაღაცები პასუხგაუცემელი რჩება. როგორ დავიჯერო, როცა სირცხვილია, გავკივით 21-ე საუკუნეში, ვიღაც ციანიდით დარბის საზღვარზე. არსებობს თურმე მოწმე, რომელსაც არ ასახელებდნენ, 5 წუთში იმ მოწმეზე „რუსთავი-2“- მა გაცილებით მეტი იცოდა, ვიდრე მთელმა პროკურატურამ“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები