გიგლა ბარამიძე: რამდენი თვეა გვესმის უკვე საგა „ნიკა გვარამია და ფარული ჩანაწერები“

“პროკურატურას მოვუწოდებ, დროულად დაასრულონ გვარამიას საქმე, დაასვენონ ეს კაციც და დაასვენონ საზოგადოებაც”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძე გვარამიას საქმის ირგვლივ წამოწყებული ძიების დროულად დასრულებას ითხოვს და სამართალდამცავებს „მყარად“ დგომისკენ მოუწოდებს.
„თუ ის მართალია, რასაც გვარამიას ედავებიან, საჭიროა მეტი არგუმენტის მოწოდება. რამდენი თვეა, გვესმის უკვე საგა „ნიკა გვარამია და ფარული ჩანაწერები“. დაასრულონ ეს საქმე და დაასვენონ გვარამიაც და საზოგადოებაც. განურჩევლად სიმპათიებისა თუ ანტიპათიებისა, ამა თუ იმ ტელეკომპანიის მიმართ, ჩვენ მხარს ვუჭერთ მედიის თავისუფლებას, თუმცა მხარდაჭერის რა ფორმას ავირჩევთ, ესეც მნიშვნელოვანია. თუმცა საგულისხმოა, რომ ამ შეკრების ერთ-ერთი ინიციატორი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩვენ გვაფიქრებს ამ მხარდაჭერის დროს მეტ პასუხისმგებლობაზე“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები