ნიკა გვარამია: ამ ჩანაწერის შინაარსი უინტერესო იყო და იმთავითვე გავანადგურეთ

“ამ ჩანაწერის შინაარსი აბსოლუტურად უინტერესო იყო და იმთავითვე გავანადგურეთ“, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რომ მამუკა ახვლედიანის განცხადებით, ჩანაწერში 4 პირი მონაწილეობს, ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ მეოთხე პირი მას საერთოდ არ ახსოვს.
“ამ ჩანაწერის შინაარსი აბსოლუტურად უინტერესო იყო და იმთავითვე გავანადგურეთ. უბრალოდ, სადღაც ქსელში ჩარჩა და იქიდან მოხდა მისი გატანა. მეოთხე პირი საერთოდ არ მახსოვს, რადგან მიდი-მოდიოდა. ამ ჩანაწერში მხოლოდ სამი პიროვნებაა”, – განმარტა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები