ჩინეთში მეცნიერებმა ორსული დინოზავრის ძვლები აღმოაჩინეს 

ჩინელმა მეცნიერებმა დინოზავრის ძვლები აღმოაჩინეს, რომლის მუცელში ემბრიონი იყო. China Daily-ის ინფორმაციით, დინოცეფალოზავრის მუცელში აღმოჩენილი ემბრიონი უძველესი რეპტილიების გამრავლებაზე მეცნიერების წარმოდგენას ცვლის.
ემბრიონის აღმოჩენამდე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ძველ რეპტილიებს კვერცხის ნაცვლად ცოცხალი შვილის გაჩენის ფუნქცია  200 მილიონი წლის წინ გაუჩნდა. ახლა კი ამ აღმოჩენის შემდეგ ირკვევა, რომ ეს ფუნქცია დინოზავრებს 50 მილიონი წლით ადრე ჰქონდათ.
დინოცეფალოზავრი მტაცებელი დინოზავრია, რომელიც დედამიწაზე 200-250 მილიონი წლის წინ ბინადრობდა. პირველად მისი ძვლები ჩინეთში 2002 წელს აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები