გიორგი მარგველაშვილი: ქართული პროდუქციის შეძენით ვაძლიერებთ ეკონომიკას და ხელს ვუწყობთ ლარის დასტაბილურებას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, კამპანიის „მოითხოვე ქართულის“ ფარგლებში, აჭარაში, BTM ტექსტილის ფაბრიკას და ავეჯის დამამზადებელ კომპანიას „გლორია“ ეწვია.
საპრეზიდენტო კამპნიის მიზანი ქართული ნაწარმისა და პროდუქციის პოპულარიზაციაა.
გიორგი მარგველაშვილმა ორივე საწარმოში თავად მიიღო მონაწილეობა პროდუქციის შექმნაში – კარის ლაზერული ბეჭდვის მოწყობილობა გამოსცადა და რბილი ავეჯის დამზადების პროცესში ჩაერთო.
„ჩვენ ვაგრძელებთ კამპანიას „მოითხოვე ქართული“. კამპანიას, რომელიც აძლიერებს ეროვნულ პროდუქციაზე მოთხოვნას.
უნდა გვახსოვდეს, რომ ქართული პროდუქციის მოთხოვნით, ქართული პროდუქციის შეძენით, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ეკონომიკას, ხელს ვუწყობთ ლარის დასტაბილურებას და ვეხმარებით იმ ადამიანებს, ვინც ამ საწარმოებში მუშაობს.
საწარმოებში, რომლებშიც ამზადებენ ქართული ბაზრისთვის პროდუქციას, რომლებიც ამზადებენ საერთაშორისო ბაზრებისთვის პროდუქციას და შესაბამისად აძლიერებენ ჩვენს ეკონომიკას და აძლიერებენ ჩვენს ლარის მსყიდველუნარიანობას“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია „მოითხოვე ქართული“ 12 იანვარს დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი კამპანიით მოძრაობა KAR.GE-ს და ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ინიციატივას „იყიდე ქართული“ შეუერთდა.
ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანია „მოითხოვე ქართული“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები