კომპანია HMD Global ლეგენდარული Nokia 3310-ის გამოშვების განახლებას გეგმავს

კომპანია HMD Global, რომელმაც ჩინეთში სმარტფონი  Nokia 6 გამოუშვა და კიდევ რამდენიმე მოდელის გამოშვებას აანონსებს, სავარაუდოდ, მხოლოდ სმარტფონებით არ შემოიფარგლება. კომპანიასთან დაახლოებული პირები იუწყებიან, რომ  HMD Global აპირებს 2000–იანი წლების დასაწყისში ძალზე პოპულარული მობილური ტელეფონის, Nokia 3310-ის გამოშვების განახლებას. ბუნებრივია, ტელეფონი სრულიად ახალი იქნება, მაგრამ ის ძველ სერიულ ნომერს და ცნობილ დიზაინს შეინარჩუნებს.
„განახლებული“ Nokia 3310-ის ფასი დაახლოებით 60 ევრო იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები