მიტროპოლიტი დიმიტრი: ვერაფერს ვფიქრობ, იმიტომ ვარ გერმანიაში თქვენთან ერთად

„მე ვერაფერს ვფიქრობ, იმიტომ ვარ გერმანიაში თქვენთან ერთად. რა ინფორმაციაც გაქვთ თქვენ, ის ინფორმაცია მაქვს მეც“, – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების თაობაზე, „მოამბის“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მე ვერაფერს ვფიქრობ, იმიტომ ვარ გერმანიაში თქვენთან ერთად. რა ინფორმაციაც გაქვთ თქვენ, ის ინფორმაცია მაქვს მეც“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
მანამდე მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„გამოვხატავ ჩემს დიდ გულისტკივილს მომხდარი მოვლენების გამო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად. ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელსაც ნდობას ვუცხადებთ. ვიმედოვნებთ, კანონის უმკაცრესი სასჯელით დაისჯება ამ ვერაგული განზრახვის ყველა მონაწილე, განურჩევლად მათი სტატუსისა. თხოვნით მოგმართავთ ყველას, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოთ ვარაუდებისაგან“, – აღნიშნულია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის დიმიტრის (შიოლაშვილი) განცხადებაში, რომელსაც ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები