ირაკლი მამალაძე პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს

ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრას ითხოვს. დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში ბრალდების მხარის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ მის მიმართ დაირღვა წყაროს დაცვის პრინციპი და თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. როგორც მამალაძემ აღნიშნა, მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზის საქმეში მან კანონის მიხედვით იხელმძღვანელა და არ დაფარა მოსალოდნელი დანაშაული. ირაკლი მამალაძე ფაქტს წყაროში არსებული ჩანაწერების გადაღების შესახებ არც უარყოფს და არც ადასტურებს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გადაცემა “არჩევანში” გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ჩაწერა. ტელეკომპანიის ცნობით, სწორედ ეს ფარული ჩანაწერია დეკანოზის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება. ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ ის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მთავარმა პროკურატურამ დაკითხა, თუმცა, ამბობს, რომ გაუხმაურებლობის ხელწერილზე აქვს ხელი მოწერილი და დეტალებზე საუბარი არ შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები