„მეგონა სიმართლე იზეიმებს-მეთქი და მოვაღე პირი, მეორე დღეს გამომაგდეს ეკლესიიდან“ – შალვა თადუმაძე სკანდალურ პოსტს აქვეყნებს

მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ჰყვება, თუ როგორ გამოაგდეს სიმართლის თქმის გამო ეკლესიიდან, სადაც მნათედ მსახურობდა.
„1998 წელს თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ ეკლესიაში მნათედ ვმსახურობდი. საპატრიარქოს მაშინდელი ეკონომიკური სამსახურის განჩინებით, ყველა ეკლესიას დაევალა საპატრიარქოდან მიღებული სანთლის ყიდვა-გაყიდვის აღრიცხვა (ბუღალტერია) ეწარმოებინა. ყველა ეკლესიას გამგებელი უნდა ჰყოლოდა, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ამ აღრიცხვაზე. ზემოხსენებულ ეკლესიაში გამგებლობა მე მომანდეს.
საპატრიარქოდან 10 შეკვრა სანთელი მოვიტანე იმ თვეს, მოძღვარმა ბაზრობიდან 100 შეკვრა მოიტანა. თვის ბოლოს მითხრა, რომ ორი შეკვრა დარჩა, 8 შეკვრის მეტი არ გაიყიდაო. აჰა, საბუთები და მოაწერე ხელი და ჩააბარე საპატრიარქოსო. მაშინაც კაი ჯიუტი ვიყავი (არანაირი მორჩილება) და არათუ ხელი არ მოვაწერე, საპატრიარქოს ეკონომიკურ სამსახურშიც კი დამიბარეს მოვალეობის შეუსრულებლობისთვის. მაღალი რანგის იერარქი რომ დავინახე, 20 წლის “გამგებელს” მეგონა სიმართლე იზეიმებს-მეთქი და მოვაღე პირი. მეორე დღეს გამომაგდეს ეკლესიიდან, მაღალი იერარქი დღეს უკვე მთავარეპისკოპოსია, წმინდა სინოდის წმინდა წევრი, მოძღვარი გაბწყინებული ჯვრით, დეკანოზი, მე კი ისევ ისეთი ცოდვილი დავრჩი“,- წერს თადუმაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები