„ჩვენ გვესმის, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც მნიშვნელოვანია ურთიერთობის გაგრძელება პატრიარქთან და ეკლესიასთან“

“ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა განცხადებას ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი საქმე არაა დეტალებს ჩავეძიო”,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე განაცხადა.
ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
„ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ მის უწმინდესობას და ჩემთვის დიდი პატივია, რომ მასთან შეხვედრა მქონდა. ევროპელმა ლიდერებმაც მოინახულეს ის, როდესაც თბილისში იყვნენ. ასე რომ, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ მას. ჩვენ გვესმის, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც მნიშვნელოვანია ურთიერთობის გაგრძელება პატრიარქთან და ეკლესიასთან. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად განვითარდება“, – განაცხადა ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები