კახა კახიშვილი: პენიტენციურ სისტემაში დეკანოზ გიორგი მამალაძის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ პენიტენციურ სისტემაში დეკანოზ გიორგი მამალაძის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.
რაც შეეხება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კახიშვილი ამბობს, რომ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ვერ ისაუბრებს.
„პირველ რიგში, ყველა უნდა შევეჩვიოთ, რომ არსებობს პერსონალური მონაცემების დაცვის ცნება, როდესაც არ მაქვს საშუალება, ჩვენთან განთავსებული პატიმრების ავადმყოფობის დეტალებზე ვისაუბრო. ბრალდებული ადვოკატებს ყოველდღიურად ხვდება და იმ შემთხვევაში, თუკი საჭიროდ ჩათვლის, რომ გაახმოვანოს ინფორმაცია, რომელიც ჩემი მხრიდან არ შეიძლება იყოს გახმოვანებული, გაახმოვანებს. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი პატიმრების უსაფრთხოების დაცვაა. გვყავს პატიმრები, რომლებთან დაკავშირებითაც ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად უნდა უზრუნველვყოთ უსაფრთხოების საკითხები. არიან ადამიანები, რომელთა მიმართ უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს ვიყენებთ. მიმდინარეობს ამ კუთხით მუშაობა, რომ ბრალდებული უსაფრთხოდ იყოს განთავსებული პენიტენციურ სისტემაში“, – განაცხადა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები