„ქართულ სახელმწიფოსთან დამოკიდებულებაში ეკლესიის როლის პოლიტიკურ პრიზმაში განხილვა არის უდიდესი შეცდომა“

“ქართულ სახელმწიფოსთან დამოკიდებულებაში ეკლესიის როლის პოლიტიკურ პრიზმაში განხილვა არის უდიდესი შეცდომა, რასაც ამ შემთხვევაში, „რესპუბლიკური პარტია“ უშვებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
აღნიშნული შეფასებით, ვოლსკი „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც პარტიამ ხელისუფლებას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკის არსებული წესის გადახედვისკენ მოუწოდა.
“სახელმწიფოს სტაბილურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, სხვადასხვა რელიგიური კონფესიები კონკრეტულ შემთხვევებში როგორ მოქმედებენ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაქციოთ ყურადღება სპეკულაციებს, თითქოს ეკლესია ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას ემსახურება. იგი ემსახურება სახელმწიფოს. ქართულ სახელმწიფოსთან დამოკიდებულებაში ეკლესიის როლის პოლიტიკურ პრიზმაში განხილვა არის უდიდესი შეცდომა, რასაც ამ შემთხვევაში, „რესპუბლიკური პარტია“ უშვებს. მათ აზრს, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე ვფიქრობ, სახელმწიფო ინტერესების პრიზმიდან გამომდინარე, ასეთი როლი არასწორია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები