ქორეპისკოპოსი იაკობი მეუფე პეტრეს ბრალდებებს არასერიოზულს უწოდებს

ქორეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება.
მისი თქმით, ბრალდებები აბსურდულია.
„მეუფე პეტრემ თავის ნათქვამზე თვითონ უნდა გააკეთოს კომენტარები. ჩემი მისამართით რასაც ამბობს, მოვიდეს პირში მითხრას“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში.
კითხვაზე, აქვს თუ არა საპატრიარქოში დიდი გავლენა შორენა თეთრუაშვილს, ქორეპისკოპოსი იაკობი ასე პასუხობს:
„შეიძლება მეუფე პეტრეზე აქვს და გათავისუფლება უნდა მისი გავლენისგან. ჩვენზე რა გავლენა უნდა ჰქონდეს? ეს არის არასერიოზული“, – აღნიშნა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები