ქორეპისკოპოსი იაკობი: მამალაძის კეთილსინდისიერებაზე პირველად მეუფე პეტრესგან მოვისმინე

ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის კეთილსინდისიერების შესახებ პირველად მეუფე პეტრესგან მოისმინა.
როგორც ქორეპისკოპოსმა იაკობმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აღნიშნა, არ სურს დაჭერილ ადამიანზე საუბარი.
„არ მინდა დაჭერილ ადამიანზე რამე ვილპარაკო. ჩვენზე ძალიან იმას არასდროს არ შესტკიოდა გული – რა თქმა უნდა, მამალაძეს ვგულისხმობ და მამალაძის კეთილსინდისიერებაზე პირველად მეუფე პეტრესგან მოვისმინე. ვიცნობ მაგ ადამიანს და პირველად მოვისმინე, კეთილსინდისიერიაო რომ თქვეს. არასერიოზულია ასეთი განცხადებები. საზოგადოებაში თუ უნდა რომ ავტორიტეტი ჰქონდეს და პატივისცემა, მასეთი რაღაცებით ხომ… ხშირად მრცხვენია ხოლმე სხვების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო“, – განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.
გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, მეუფე პეტრე ცაავამ ქორეპისკოპოს იაკობზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის და რამდენიმე ეპისკოპოსი შორენა თეთრუაშვილის გავლენის ქვეშ არის მოქცეულნი. მეუფე პეტრე პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსეთის მთავარ საყრდენს უწოდებს. ამასთან, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ხელისუფლებას მიმართა, დეკანოზი გიორგი მამალაძე თავდებით გაათავისუფლონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები