„რესპუბლიკელები“ ხელისუფლებას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკის არსებული წესის გადახედვისკენ მოუწოდებენ

„რესპუბლიკური პარტია“ ხელისუფლებას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკის არსებული წესის გადახედვისკენ მოუწოდებს.
შესაბამისი განცხადება „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
პარტიის ლიდერები თვლიან, რომ  არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო, არ გასცდეს კონკორდატით შეთანხმებულ ნორმებს არც ხელისუფლება და არც ეკლესია, რასაც მათი შეფასებით, დღეს აქვს ადგილი.
„შეწყდეს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსების დღეს არსებული პოლიტიკა. თუ ვლაპარაკობთ კომპენსაციაზე, რაც განსაზღვრულია კონკორდატით, ვისაუბროთ კომპენსაციაზე და ეს უნდა იყოს დასაბუთებული და კონკრეტული“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები