მამუკა არეშიძე: ბრალდება, რომ შორენა თეთრუაშვილმა მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, ჩემთვის სიცრუეა

“ნებისმიერი ბრალდება , რომელიც დღეს ჟღერდება, არის მიზანმიმართული საპატრიარქოს დისკრედიტაციისკენ”, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ განაცხადა.
არეშიძე შორენა თეთრუაშვილის დისკრედიტაციის მიზნით წამოწყებულ კამპანიაზეც საუბრობს.
„შორენა თეთრუაშვილზე რაც გაჟღერდა, მოსმენილი მაქვს ეგ ისტორია. ის ბრალდება, რომ შორენა თეთრუაშვილმა მონაწილეობა მიიღო მკვლელობაში, სიცრუეა, თუმცა იქ არის რაღაც საკითხები, რაც მეტ მკაფიოობას საჭიროებს და პასუხია გასაცემი. ყველაფერი, რაც ახლა ხდება, მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ, მე სამწუხაროდ, ვერ ვხედავ წმინდა სინოდში ბევრ საეკლესიო პირს, ვისაც უნდა, რომ სიტუაცია დარეგულირდეს“, -განაცხადა მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილზე გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -თან ინტერვიუში ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, მეუფე პეტრე ცაავამ ისაუბრა. მამა პეტრეს თქმით, წლების წინ, სანამ თეთრუაშვილი საპატრიარქოში დაიწყებდა მუშაობას, ფიგურირებდა ახალგაზრდა ქალის – ნაზი ზვიადაურის მკვლელობის საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები