შორენა თეთრუაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს (ვიდეო)

საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. თეთრუაშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაციები მას არ ეხება.
“ეგ მე არ მეხება და ვიღაც სხვა ადამიანზეა საუბარი”,- აღნიშნა თეთრუაშვილმა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან”.
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე და პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილზე გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -თან ინტერვიუში ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, მეუფე პეტრე ცაავამ ისაუბრა. მამა პეტრე თეთრუაშვილს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსეთის მთავარ საყრდენს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მას დიდი გავლენა აქვს საპატრიარქოში.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიული სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა დეკანოზი, თუმცა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს პირი სწორედ შორენა თეთრუაშვილია.
დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და ითხოვს, რომ პროკურატურამ საქმეზე გაუთქმელობის ვალდებულება მოუხსნას, რათა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება საჯაროდ შეძლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები