გიორგი ვოლსკი: პროკურატურამ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე მეტი ინფორმაცია უნდა გასცეს

“ათჯერ უნდა დაფიქრდეს პროკურატურა, რა სახის ინფორმაციას და როგორ მასალას წარმოადგენს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე განაცხადა.
მისივე თქმით, მრევლი, ისევე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, ვალდებულია ძალიან ფრთხილად იყოს საკუთარ განცხადებებში.
„პროკურატურამ, რასაკვირველია, უნდა გასცეს მეტი ინფორმაცია, მაგრამ მთავარია, რას მიიტანს ის სასამართლოში, სადაც საკითხი უნდა გადაწყდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ინფორმაციის გაცემა იქნება უკეთესი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე ეხება ეკლესიას, ინსტიტუტს, რომლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება უამრავი ფაქტორით არის განპირობებული. ათჯერ უნდა დაფიქრდეს პროკურატურა, რა სახის ინფორმაციას და როგორ მასალას წარმოადგენს. ასევე, ექსპერტები უნდა ისხდნენ და ფიქრობდნენ, როგორ იმოქმედებს ეს საზოგადოებრივ განწყობებზე. ეს ჩემი აზრია, ვინმემ შეიძლება შემისწოროს, რომ სამართალი ერთია ყველასთვის. რომაული სამართალი ამბობს, რომ სამართალი უნდა აღსრულდეს, თუნდაც ქვეყანა დაინგრეს, მაგრამ დღევანდელი რეალობა გასათვალისწინებელია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები