ტაილანდში დაკავებული ეკვადორის და რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში 2,3 კილოგრამი კოკაინის შეტანას ცდილობდნენ

 ტაილანდის პოლიციამ ეკვადორის და რუსეთის მოქალაქეები დააკავეს. ისინი ქვეყანაში 2,3 კილოგრამი კოკაინის შეტანას ცდილობდნენ. ეკვადორელი ქალი ტაილანდში პერუდან ჩავიდა. მისი ჩხრეკის შედეგად პოლიციამ კანის ლოსიონის ექვსი ბოთლი აღმოაჩინა, რომლებშიც კოკაინი იყო დამალული.
სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, დაკავების შემდეგ ქალმა პოლიცია სასტუმროში წაიყვანა, სადაც მას რუსი კაცი ელოდებოდა. ამის შემდეგ პოლიციამ რუსეთის მოქალაქეც დააკავა. ცნობისთვის, ტაილანდი მსოფლიოში ნარკოტიკების ერთ-ერთი უმსხვილესი სატრანზიტო ქვეყანაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები