ძაღლი ეგოისტ ადამიანებს არ ენდობა – მეცნიერების სენსაციური აღმოჩენა
იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი ან მაიმუნი ხედავს, რომ მათი თანდასწრებით სხვებს ცუდად ექცევიან, ცხოველი ამ ადამიანის მიმართ ნდობას კარგავს. ასეთი დასკვნა გამოიტანეს იაპონელმა მეცნიერებმა, რომლებიც კიოტოს და ჰოკაიდოს უნივერსიტეტებს წარმოადგენენ.
ექსპერიმენტის დროს, ძაღლის წინ რამდენიმე ადამიანი იდგა, რომელთა შორის ერთ-ერთს დახმარება სჭირდებოდა, მაგალითად მას დამოუკიდებლად ყუთის გახსნა არ შეეძლო. ცხოველის წინ ადამიანი ექსპერიმენტის სხვა მონაწილეებს დახმარებას სთხოვდა. თუ ადამიანი მას ეხმარებოდა, ძაღლი მისი ხელიდან საკვებს იღებდა, თუ არა, მაშინ საკვების მიღებას ექსპერიმენტის მესამე მონაწილის ხელიდან ანიჭებდა უპირატესობას.
კვლევების შედეგები ჟურნალ “Neuroscience & Biobehavioral Reviews”-ში გამოქვეყნდა.