ნუკრი ქანთარია: ვფიქრობ, რომ საპარლამენტო წყობისთვის მზად ვართ

“საკონსტიტუციო კომისია მუშაობს ყველა საკითხზე და გადაწყვეტილებები შეთანხმების საფუძველზე იქნება მიღებული”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ქანთარია თვლის, რომ ქვეყანა, დღეის მდგომარეობით, მზად არის საპარლამენტო წყობაზე გადასასვლელად. 4 წლის მანძილზე, დაგვიგროვდა გამოცდილება, რომ საპარლამენტო წყობაზე გადავიდეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. საკონსტიტუციო კომისია ყველა საკითხის დროს შეთანხმებით მოქმედებს და გადაწყვეტილებებიც შესაბამისად, შეთანხმების შემდეგ იქნება მიღებული“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ქანთარია მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხსაც ეხმაურება. უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ მაჟორიტარულ სისტემას გადახედვა სჭირდება, თუმცა მის გაუქმებას ნაჩქარევ გადაწყვეტილებად თვლის.„არის სხვა ვარიანტებიც, სამხარეო და სამხარეო პროპორციული. რეგიონები არ უნდა დარჩეს დეპუტატების გარეშე, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა ამ თუ იმ უბნის თუ რეგიონის წინაშე. მაჟორიტარული სისტემა გადასახედია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი ხელის მოსმით გადავუსვათ ხაზი“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები