“ბავშვები მწერალთა სახლში” – არჩილ სულაკაურის საღამო გაიმართება

15 თებერვალს ცნობილ ქართველ მწერალს, არჩილ სულაკაურს, დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მორიგი შეხვედრა “ბავშვები მწერალთა სახლში” არჩილ სულაკაურს და მის შემოქმედებას ეძღვნება.
დაიბადა თბილისში. 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა გამომცემლობა “ნაკადულში” დირექტორად, 1971–1981წწ., ჟურნალ “მნათობის” მთავარ რედაქტორად, 1981 წლიდან. გამოაქვეყნა ლექსების ათამდე კრებული, პროზა.
პოეტის პირველი ლექსები 1946 წელს “ლიტერატურულ გაზეთში“ დაიბეჭდა, ხოლო 1951 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი წიგნი. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები: “ჩემი ქუჩის დღესასწაული“ (1956), “საგზალი“ (1959), “ოთხივე მხრიდან“ (1975), “სიჩუმე“ (1978), “ლექსები“ (1980). პროზაულ ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია „ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან“ (1957), „ბიჭი და ძაღლი“ (1966), „ოქროს თევზი“ (1966), „სალამურას თავგადასავალი“ (1969);  „ლუკა“ (1972), „თეთრი ცხენი“ (1984), კრებულები: „მოთხრობები. რომანი“ (1972), „მოთხრობები“ (1975) და სხვა.
1971 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები