პაკისტანში მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება.
აფეთქება საპროტესტო აქციის დროს მოხდა. მას ფარმაცევტები აწყობდნენ, რომლებიც ახალ რეგულაციებს აპროტესტებდნენ.
სააგენტო „ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები