მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დაზოგვის თამაშის შესახებ ტრენინგი გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, გერმანიის შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით, დაზოგვის თამაშის შესახებ ტრენინგი გაიმართა. ტრენერებმა, სასახლის კომპიუტერული სტუდიის პედაგოგმა, ირმა ბარკალაიამ და გერმანიის შემნახველი ბანკების ფონდის ექსპერტმა, თამარ გზირიშვილმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბიუჯეტის ეფექტიანად დაგეგმვა, შემოსავლების დაზოგვა.
ტრენინგის ძირითადი ნაწილი  სამაგიდო თამაშს დაეთმო, რომელიც ოჯახის სიტუაციას ასახავს. მონაწილეებმა ოჯახის შემოსავალი და ხარჯები დააბალანსეს, განკარგეს თანხები და გაუმკლავდნენ გაუთვალისწინებელ სიტუაციებს. ასევე, მიიღეს საბაზისო ცოდნა სხვადასხვა საბანკო პროდუქტისა და ფინანსური ინსტიტუტების შესახებ.
ტრენინგის მიზანია მოსწავლეებში დაზოგვის კულტურის ამაღლება და ფინანსური განათლების დონის გაზრდა, რაც მათ სამომავლოდ ბიუჯეტის სწორად განკარგვის და პოტენციური რისკების თავიდან აცილების საშუალებას მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები