ბერლინის კლინიკაში პატრიარქის ოპერაცია დასრულდა – ილია მეორე თავს კარგად გრძნობს
ბერლინის კლინიკაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოპერაცია დასრულდა. კლინიკის ექიმი აცხადებს, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა.
„ოპერაციამ კარგად ჩაიარა. პაციენტი კარგად გრძნობს თავს“, – განაცხადა ბერლინის კლინიკის ქირურგმა მარტინ შტრიკმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე, ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.
პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.