დეპუტატი ინტერესდება,უკრაინის სასამართლოზე ზემოქმედების რა ბერკეტებს ფლობს “ნაცმოძრაობა”

დეპუტატი გია გაჩეჩილაძე “ნაციონალურ მოძრაობას” კითხვით მიმართავს და დაკონკრეტებას სთხოვს, თუ რა   ბერკეტებს ფლობს უმცირესობა უკრაინის სასამართლოზე ზემოქმედებისთვის.
“მართლა მაინტერესებს რა ბერკეტი ჰქონდა უმცირესობას იმისთვის, რომ ბატონი გია ცერცვაძე პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა უკრაინაში. თუ თქვენ ამაში გულისხმობთ მიშა სააკაშვილის ჯგუფს, რომელიც იქ არის წარმოდგენილი, შეგახსენებთ, რომ მიშა სააკაშვილი, ისევე როგორც რუსეთი, თავქუდმოგლეჯილი ებრძვის არსებულ ხელისუფლებას უკრაინაში, რომელიც ომშია ჩართული რუსეთთან. ამიტომ, ამ არგუმენტს ჩვენ ვერ მივიღებთ. ამიტომ, ძალიან გთხოვთ გვითხრათ, რა ბერკეტები გქონდათ თქვენ იმისათვის, რომ ზემოქმედება გქონოდათ უკრაინაში სასამართლოზე, რომ გაეთავისუფლებინათ გია ცერცვაძე პატიმრობიდან?”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები “ნაციონალური მოძრაობის” ინიცირებულ დადგენილებას – “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის და მათი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების დანაშაულებრივი ხელშეწყობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე” განიხილავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები