პენტაგონი „ტრამპ თაუერში“ ოფისის დაქირავებას აპირებს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიუ-იორკში, „ტრამპ თაუერის“ ცათამბჯენში ოფისის ქირაობას აპირებს. ამის შესახებ ტელეკომპანია „სი ენ ენი“ იუწყება.
„ეს აუცილებელია იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ-ის პრეზიდენტი თავის ცათამბჯენში მისვლას გადაწყვეტს. წესების მიხედვით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სპეციალურად დანიშნული ოფიცრები პრეზიდენტის და ე.წ. ბირთვული ჩემოდნის მახლობლად უნდა იმყოფებოდნენ.
ამერიკული მედიის ცნობით, „ტრამპ თაუერის“ ერთი სართულის ქირაობა წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები