ნიგერიის სანაპიროსთან მეკობრეებმა რუსი და უკრაინელი მეზღვაურები გაიტაცეს

ნიგერიის სანაპიროსთან მეკობრეები გემს „ბი ბი სი კარიბიანს“ თავს დაესხნენ და რუსი და უკრაინელი მეზღვაურები გაიტაცეს. ამის შესახებ „ბი ბი სის“ აბუჯაში რუსეთის საელჩოში აცნობეს. ნიგერიაში რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, მეკობრეებმა რუსეთის შვიდი და უკრაინის ერთი მოქალაქე გაიტაცეს.
გამოცემა Maritime Herald-ის ინფორმაციით, მეკობრეები მოტორიანი ნავით გადაადგილდებოდნენ. თავდასხმა გვინეის ყურეში, მდინარე ნიგერის დელტაში  მოხდა.
გასული წლის მაისში ორგანიზაცია Oceans Beyond Piracy-ის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომ გვინეის ყურე ამჟამად მსოფლიოში ნაოსნობისთვის ყველაზე სახიფათო ადგილი გახდა ამ რეგიონში მეკობრეთა აქტიურობის გაზრდის გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები