თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც დავით აღმაშენებლის დღეს გაიხსნა, 99 წლისაა

დავით აღმაშენებლის ხსენების დღე – 8 თებერვალი განსაკუთრებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. როგორც „კვირას“ უნივერსიტეტში განუცხადეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 99 წლის იუბილეს აღნიშნავს. კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.
1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.
უნივერსიტეტმა ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას და თავისი მასშტაბით დღესაც უდიდესი საგანმანათლებლო კერაა საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები