ტრამპი და ერდოღანი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბარი 45 წუთს გაგრძელდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Sabah იუწყება.
ინფორმაციის მიხედვით, ტრამპის და ერდოღანის საუბარი „პოზიტიური იყო“. „როიტერის“ ინფორმაციით, ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთი ნატოში აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად რჩება.
ამერიკის პრეზიდენტმა კი აღნიშნავს, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში თურქეთის მიერ შეტანილ წვლილს.
2016 წლის შემოდგომაზე აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ „ეს მსოფლიოში პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის და დემოკრატიის სფეროში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები